Archive | August, 2013

წარმოსახვები გონების წიაღში , ანუ სანატრელი სტუმრები

31 Aug

უსაქმურობისგან გათანგული  ლოგინზე  ეშვები. ხელებს  თავქვეშ  ამოიდებ  , თვალებს  ხუჭავ და  ფიქრის მორევი გითრევს. მალე  შენი დაბადების დღეა. არ  გინდა  უაზრო  ხალხმრავლობა, ისიც  იცი, რომ  ამ დღეს  სხვა  დანარჩენებსავით უაზროდ  ვერ გაატარებ , არც განსაკუთრებულ სიხარულს  გრძნობ, რაღაც გაურკვევლობაა…

ფიქრები გეძალება…  სულ ამ  თემას  უტრიალებს  შენი ყოველი ნეირონი და ნელ-ნელა  გარესამყარო ქრება..  რჩებით  მარტო  შენ  და  შენივე  ფიქრები.უცებ დაძაბულობა სადღაც  გაიძურწება და  თავს  ბედნიერების  შეგრძნების უფლებას  აძლევ. გონებაში უკვე ყველაზე წარმოუგენელი  აზრებიც ტივტივებენ.  დოფამინის  მოზღვავებას  გრძნობ, გულის ცემა  ხშირდება, კუნთები  გეჭიმება,  სახეზე  ღიმილი გეფინება, თვალებს უფრო მაგრად  ჭუტავ და წარმოდგენაც იწყება…

რა  გამახარებდა  ყველაზე მეტად ?!   უცებ ნათურა ინთება  და ზუსტად  იცი რაც გაგახარებდა- ოცნება, შეუძლებელი ოცნება  , ყველაზე წარმოუდგენელი, თანაც ისეთი  -აუხდენელი  და  თან ტკბილი. გრძნობ ეს  ზუსტად ის ოცნებაა, ზოგჯერ  რეალობაზე ტკბილიც  რომ არის… და   ფიქრებს გასაქანს  აძლევ…

წარმოიდგენ მყუდრო ოთახს,  გარესამყაროსგან მოწყვეტილს.  არ გაინტერესებს  სად  იქნება  ეს ოთახი  და რომელი კერძი  დაამშვენებს სუფრას. ყველაზე  ძალიან ის  გაღელვებს,  ვინ იქნებიან შენი  სტუმრები.  ზუსტად  იცი  ვინ  გაგხდიდა  ბედნიერს. წარმოიდგენ,  როგორ მოდიან სათითაოდ და გიზიარებენ თავიანთ  სულს, გპასუხობენ ნებისმიერ  შეკითხვაზე, გებაასებიან ნებისმიერ თემაზე , თანაც  არსად  არ  ეჩქარებათ- თქვენს  განკარგულებაში ხომ უსასრულობაა…

აი პირველი სტუმარიც…  არც ფიქრობ იცი  , რომ ეს  ალბერია, შენი ალბერსონი, 46 წლის, დამატყვევებელი მზერისა  და მომაჯადოვებელი თვალების  პატრონი. ის მარტოა მოსული, გიღიმის  და ენამოსწრებულად ხუმრობს   :D.  შენ გულწრფელად გეღიმება. ის  გiწვდის  თავის  მუქ -ნაცრისფერ  ლაბადასა და იმავე ფერის ცილინდრს. სიამოვნებით  ართმევ , ბედნიერი იმით,რომ საშუალება  მოგეცა მასზე  იზრუნო. პატარა ოთახში  ხართ, თუმცა  მიუძღვები ბუხრისკენ . ის სარწეველა  სკამში  ეშვება. თავისუფალი  მოძრაობები  აქვს, მისი ყოველი ნაბიჯი  თუ სიტყვა  შენს მოლოდინს  ამართლებს.  სახეზე  სამერთლიანად  შეგშრობია  ბედნიერი  ღიმილი. შენ  ეკითხები ყველაფერზე:  პარიზზე, მის პირად  ცხოვრებაზე, ქალებზე, თეატრზე, ყველა მის ნაწარმოებზე,რომელიც  წაგიკითხავს, სიკვდილზე, სიბერეზე,რომელიც  ვერ იგემა, ცოლზე, ოჯახზე, ბოლოს  თქვენზეც საუბრობთ. მისი  უშუალობა არ  გაოცებს, თუმცა საოცარ ბედნიერებას  განიჭებს. ის  შენი ალბერია, გრძნობ რომ ამქვეყნად  არავინაა თქვენს  მეტი და  იმ წამს მისთვისაც  ერთადერთი ხარ. მრავალწლიანი ძილის  შემდეგ ხარბად  ეწაფება შენთან საუბრის  სიამოვნებას. ბედნიერება…

კარზე  ზარია.  არა  გადაიფიქრე  ზარი  არ  გინდა, ზედმეტად  ბუნებრივია, შენ კი საოცრებათა სამყაროში  ხარ! უცებ  ხვდები, რომ შემდეგი სტუმრის მოსვლის  დროა, ალბერს  ბოდიშს  უხდი და  კარის  გასაღებად  წამოიმართები.ზუსტად  იცი  ვინც  შემოვა:  ჟან-პოლ  სარტრი  და მისი ასე  ვთქვათ  მეგობარი ქალი  სიმონ დე  ბოვუარი. ( ფიქრობ მრავალფეროვნებისთვის მათ საერთო საყვარელსაც მოუხმო თუ არა). ჟან-პოლი თავისი  სათვალით, ოდნავ მხრებში მოხრილი, მტკიცე  ნაბიჯებით  შემოდის ოთახში. ირიბად მოავლებს  თვალს ირგვლივ და თავის მეგობრადყოფილს  შეიცნობს.  რა  თქმა უნდა ყველანაირი მტრობა  გაქრა  და ალბერს მეგობრულად  უწვდის  ხელს. სიმონა  სადა  მუქ -ლურჯ  კაბაშია გამოწყობილი, გულთან ყვავილის ფორმის, ისიც  სადა საკინძი აქვს მიმაგრებული. მოზომილი  ნაზი  ენერგიული ნაბიჯით უკან მიჰყვება  ჟან-პოლს. ( ჟან-პოლი არ მიიჩნევს  ქალს  სუსტ  სქესად და არაფერში არ  ამჟღავნებს  ამას, ქალბატონი ფემინისტიც სრულიად  სამართლიანად თვლის  არ მოეპყრან მას,როგორც  დაუცველ, სუსტ არსებად-მისი  ყოველი ქმედება ამაზე მეტყველებს).ჟან-პოლი  სიგარას უკიდებს და საუბარიც  ხურდება. შენ ეკითხები მის  ბავშვობაზე , გრძნობებზე, იხსენებ დეტალებს მისი ბიოგრაფიიდან,შემდეგ ინტერესდები მისი და  სიმონის ურთიერთობით, სასიამოვნოდ გაკვირვებული საუბრობ მათი თავისუფალი  კავშირის   შესახებ, გინდა მეტი გაიგო სიმონის შინაგან მდგომარეობაზე,როდესაც ის “სასოწრკვეთილ ქალს”  წერდა.  კამათობთ  ეგზისტენციალიზმის  არსსა  და  ჭეშმარიტებაზე, თითქმის  ერთ  აზრზე ხართ, შენც  ხომ ბედნიერების  ძიებით სუნთქავ ამ ქვეყანაზე!

კიდევ  ერთი ფრანგი… საუბრისგან  დაღლილები ვისკის  წრუპავთ . ახლა უკვე  ისინი გეკითხებიან  შენი ცხოვრების  შესახებ და  შენც ღიმილით უყვები, როგორ  გაიცანი ისინი პარალელურ სამყაროში. ამ დორს კი  კარი იღება. გრძელ თეთრ  კაბაში გამოწყობილი , დიდფარფლიანი კრემისფერი შლაპით დამშვენებული ფრანსუაზა  ოთახში იჭრება  და ყველას  გესალმებათ. მასთან შენ  ბევრი სალაპარაკო არ  გაქვს. ის  თავად აფრქვევს  ენერგიას  და  გიყვება   თავისი გიჟური თავგადასავლების  შესახებ . (  საბედნიეროდ  ის მარტო  მოვიდა, არადა დიდხანს  გაწუხებდა იმაზე ფიქრი  იგი თავის  ქალ  საყვარელთან წამოიყვანდა თუ მამაკაცს ). ფრანგული საღამო  თითქმის  დასასრულს მიუახლოვდა აი ბოლო  სტუმარიც მოდის. მართალია იგი წარმოშობით ბელგიელია, თუმცა  ფრანგულ ენაზე ბადებს  თავის უცნაურ  ქმნილებებს. მას  ტილოს  თეთრი შარვალი აცვია , მოწითალო-მოვარდისფრო  “საროჩკა”(  არ  ვიცი ქართულად როგორ  ითქმის  😦 ) და თეთრი  გრძელი პიჯაკი ამშვენებს. მასთან შენ  საუბრობ იაპონიის კულტურაზე, მის  ცხოვრებაზე, ეკითხები ,როგორ იბადება  ასეთი უცნაური  სიუჟეტები და  ამ ერთადერთ ცოცხალთაგანს  დამსწრეებიდან  😀 წარმატებებს  უსურვებ.

ფიქრებიდან  გამოერკვიე. ბედნიერებისგან ლამისაა ლოგინიდან წამოხტე და კიდევ  ერთხელ  ეცე  მათ  ყველა წიგნს, სიახლოვე  რომ იგრძნო . ( წაკითხვას  ნამდვილას  არ  აპირებ თავიდან, ჯერ-ჯერობით  😀 ) უცებ გამოერკვევი და  ხვდები ,რომ კიდევ ბევრი ადამიანი დააკლდა, ვისაც  შენი ცხოვრების მცირე  გზაზე  ბევრი  ბედნიერება უჩუქნია შენთვის უსასყიდლოდ( წიგნის  ფასს თუ არ ჩავთვლით  ) ფიქრობ  კიდევ  ვისი  ხილვა  გინდა ყველაზე მეტად. გახსენდება ქართველი მწერლები (  რატომღაც ფიქრობ,რომ ჯობს  ისინი  ცალკე  მოინახულო, ფრანგული საზოგადოებისგან განმარტოვებით )  იწყებ ჩამოთვლას: გურამ დოჩანაშვილი- სითბოს და  სიყვარულის სიტყვებად მქცეველი, ჯადოქარი,რომელიც  გაიძულებს  ყველა და ყველაფერი  შეიყვარო; იქვე  გახსენდება  შენი გურამი, 36 წლის  გურამი რჩეულიშვილი – ბიჭი,რომელმაც  შეძლო შენთვის  თავი შეეყვარებინა,ისე როგორც მას  ანა კარენინა უყვარდა, ერთად  გითენებიათ ღამეები, მან შეძლო  და  აგატირა  ზღვის  ნაპირას მჯდომი, ზღვას  ქვებს  უშენდი მისი წართმევისათვის;ჭაბუა  ამირეჯიბი,რომელსაც  კარგად არ იცნობ, მაგრამ გინდა უბრალოდ  გულწრფელი მადლობა უთხრა  დათას მოვლენისათვის  ამქვეყნად,სიბრძნისათვის, რომლის კითხვაშიც  თავზე  დაგთენებია; არ გავიწყდება  ნოდარი  დუმბაძე, მისი იუმორი,მაგრამ პირველ რიგში სევდა ,რომელსაც იგი  თვალების  სიღრმეში მალავდა და ფურცელზე  ანთხევდა, არასდროს დაივიწყებ  მარადისობის  კანონს ,  ყოველთვის  დაადებ ადამიანს მხარზე  ხელს  და  გადასცემ შენს  სითბბოს; გურამი  ფანჯიკიძე – რომელმაც  უბრალოდ ბევრი ღიმილი მოგგვარა, გაცხოვრა მეორცე საუკუნეში  და შეგაყვარა ოთარი ნიჟარაძე.

ზმანება, ოცნება  თუ წარმოსახვა დასრულდა. უკვეგრძნობ, რომსრულ ჭკუაზე  ხარ და  შენი სრული ჭკუით დაუსრულებლად  იმეორებ გონებაში ; ” გმადლობთ მეგობრებო, გმადლობთ,რომ არსებობდით! ”

ალბერსონ

Image

ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე  ბოვუარი

Image

ფრანსუაზა საგანი

Image

Image

გურამ დოჩანაშვილი

Image

გურამ რჩეულიშვილი

Image

გურამ ფანჯიკიძე

Image

ჭაბუა ამირეჯიბი

Image

ნოდარ  დუმბაძე

Image

Advertisements

მიჰყევი ოცნებას!

14 Aug

დღეები მიქრიან,დრო  უსასრულობას  უერთდება -ყოველი დღე ერთმანეთს  გავს ,წლების  სვლას  ვეღარ ვამჩნევთ .ოცნებები და  იმედები ყოველთვის მომავლის ნაწილია ,რომელიც აწმყოს  ასაზრდოებს. ოცნება მუდამ  წინ  გვისწრებს,სანამ ჩვენი დრო არ  შეჩერდება და მომავალში მომლოდინე ოცნება   აწმყოს  შეუერთდება- მაგრამ უკვე  გვიანია!  ჩვენი მოგზაურობა დედამიწაზე  დამთავრდა .მართალია ერთ-ერთ  ფილოსოფოსს  უთქვამს ოცნებაზე  ფიქრიც  ისეთივე  სასიამოვნოა,როგორც  მისი  ახდენაო,მაგრამ ვისაც  ახდენილი ოცნების სიტკბო უგემია  არამგონია მას  დაეთანხმოს!

ნუთუ  ჩვენი ოცნებების  დასურვილების  ასრულება  შეუძლებელია?! ნუთუ ოცნება  ბაბილონის  გოდოლი  შენებას ჰგავს?!  არა  და არა  მეგობრებო! ოცნება არის რთულად მისაღწევი  და მისი  სიტკბოც  ამაშია,მაგრამ არა  მიუღწეველი!  მას  რატომ  ვამბობთ მასზე უარს ? შევეცდები  აგიხსნათ. ადამიანთა  უმრავლესობა სოციუმში  ერთიანდება  და  განაჩენი გამოაქვს  საკუთარი თავისთვის-იყოს  ნორმალური- ანუ  აკეთოს  მხოლოდ  ის ,  რასაც  საზოგადოება მიიღებს  და მოიწონებს, საკუთარ “მე”-ზე  და იმ  ინდივიდუალურ  ” სიგიჟეებზე” , რაც ჩემი აზრით, პიროვნული თვითმყოფადობისათვის  აუცილებელია, უარს  ამბობს.

ოცნება  ადამიანის  უხილავი  ნაწილის, ქვეცნობიერის, შინაგანი  სამყაროს გამოვლინებაა. ეს  არის  “რეალური  მე”-ს  კონტაქტი  თავისივე  სოციალურ  წარმონაქმნთან,ნიღაბთან. ხშირ  შემთხვევაში  ქვეცნობიერის  მოთხოვნა  ეწინააღმდეგება მის  სოციალურ  ორეულს,რომელიც  წესრიგისკენ მიილტვის  და  ყველანაირ  ქაოსს,უწესრიგობას გაურბის. თავის მხრივ  ქვეცნობიერი  ცდილობს ბორკილებისგან  გათავისუფლდეს  და რეალიზება  მოახდინოს, დაფარული ნაწილი  გამოამჟღავნოს.  ეს  არის  სერიოზული შინაგანი კონფლიქტი-ერთის  მხრივ საერთო სურვილი  ქვეცნობიერისა  და  ცნობიერისა,რომლის  აღსრულებას ცნობიერი  ნაწილი  არ  დაუშვებს,თუმცა  ამ სურვილის  უკუგდებაც  არ  შეუძლია.  ამიტომ ხდება ოცნება  ადამიანის  მუდმივი  თანამგზავრი და განუხორციელებელი აწმყო.

პიროვნების  გათავისუფლება,შინაგანი მოთხოვნების  ასრულება, დაძაბულობის მოხსნა,რომელიც  მუდმივი “ცხოვრებისეული თამაშის”  შედეგია- აი რას  გვაძლევს  ოცნება!  და რა  არის  ამისთვის  საჭირო?  უბრალოდ  უარს ნუ ვეტყვით  ჩვენ თავს, მივყვეთ  გულისწადილს,  დავიჯეროთ,რომ შეუძლებლის  აღსრულება  ეს რეალობაა, საზოგადოებრივი  აზრი  კი  სპექტაკლის ნაწილია,რომელიც  ნებისმიერ  დროს შეგვიძლია  შევწყვიტოთ!  ჩვენ  შეგვიძლია  ვიპოვოთ  ბედნიერება!  ცხოვრება  მშვენიერი გახდება, თუკი  ამას  მოვინდომებთ ! ეს რეალობაა!!!  დამონებული სულის  გათავისუფლება – გზა  ბედნიერებისკენ  და  ოცნებების  ასრულებისკენ !

რეკომენდირებული  ლიტერატურა: კენ კიზი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”Image

პაულო კოელიო “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” Image

ტრანსი…

10 Aug

Image

ტრანსი-  ეს სიტყვა  საკმაოდ  ბუნდოვანი   ასოციაციების გამომწვევია  მრავალი  ადამიანისათვის . პირადად მე  არასდროს  დავინტერესებულვარ ამ სიტყვის  კონკრეტული  მნიშვნელობით  და  სრულიად  შემოვიფარგლებოდი მისი “ტრადიციული” ,ანუ ბუნდოვანი  ჰიპნოიდური  გაგებით .  ინტერესის  ნაპერწკლის  გაღვივება  ბატონ პაოლო კოელიოს  მიეწერება .  მოგეხსენებათ , ფანტაზიის უნარით დაჯილდოვებული  ბრაზილიელი  კალმოსანი  ხშირად მიმართავს უცნაურ  სიუჟეტებს , ფანტასმაგორიულ ბურუსში ხვევს  თავის  მკითხველს , საოცარ  სამყაროს  ქმნის, რომლის  ზეგავლენაც მკითხველზე მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს! (ჩემს  შემთხვევაში  ასე მოხდა და  ვიმედოვნებ, ფართო მასებიც  დამეთანხმებიან) .

“პორტობელოელი   ჯადოქარი” – აი  წიგნის  სახელოწოდებაც …  სათაური!  ოო  უცნაურია  არა ? კიდევ  უფრო მეუცნაურა  სიუჟეტი ,მით  უფრო მეუცნაურა,რადგან ბოლომდე  არარეალურსაც  ვერ  ვუწოდებ. წიგნში  ჯადოქრობას სწორედ  ტრანსში გადავარდნის  უნარს და  ამის შედეგად საოცარ უნარს- ადამიანთა  დაავადების  ამოცნობას  მიაწერენ. კოელიო  ოსტატურად ხატავს  ტრანსის  მდგომარეობას  და  განცდებს  ,რომელსაც  იგი  აღძრავს . თანაც  ტრანსში  ჩავარდნა  ისეთი მარტივი  გზით  ხდება ,როგორიცაა  ცეკვა  და  კალიგრაფია. ერთგვარად  დამაინტრიგებელი  და ინტერესისაღმძვრელია …  და  აი მეც  გადავწყვიტე მეტი  გამეგო ამ მდგომარეობის  შესახებ ( არ არის  გამორიცხული,რომ ოდესმე  თავადაც  ვცადო მისი  განცდა). რაღა  თქმა უნდა   საყვარელ  საძიებო სისტემას  გუგლს  ვთხოვე დახმარება . გუგლმაც  ბევრი ეძება  თუ ცოტა  აი რა  გამირკვია –  თურმე ტრანსი , ანუ იგივე  ჰიპნოზი  არის  მდგომარეობა,როდესაც  მაქსიმალური კონცენტრაცია  ერთი კონკრეტული საქმისკენაა  მიმართული,ამიტომ ქვეცნობიერი  და  გონება  გარესამყაროსგან იზოლაციაში  ექცევა ,რაც  საინტერესო  შეგრძნებას  იწვევს-თითქოს  დრო ჩერდება,გონების  აქტიურობა  პიკს  აღწევს . (მით უფრო  დავრწმუნდი, კოელიო  არც მთლად  ფანტაზიორი ყოფილა  😀 ) . ტრანსი  სრულიად  ბუნებრივი მოვლენაა,რომელიც ყოველდღიურობაში  ხშირად  გვევლინება ( მუსიკის  მოსმენის,ცეკვის თუ წიგნის კითხვის  დროს,ძლიერი  ემოციური  სტრესის  შედეგად,როდესაც  მთელი კოცეტრაცია  პრობლემისკენაა  მიმართული და  გონი  რაციონალურ  განსჯასაა მოკლებული) .  კინაღამ  დამავიწყდა მეთქვა,რომ ტრანსის  ხელოვნური  გამომწვევა ჰიპნოზის  სახელით  არის  ცნობილი. ჩემდა  გასაკვირად, ჰიპნოზის მდგომარეობაში  გადასვლა მხოლოდ სუბიექტის  სურვილის  შედეგადაა  შესაძლებელი , მეტიცჰიპნოზურ  მდგომარეობაშიც  კი მისი სურვილის  წინააღმდეგ არანაირი  ინფორმაციის  გაცემა  და  ქმედება  არ  ხდება .

ჩემი  პირადი  შეხედულების  თანახმად , ტრანსის  მდგომარეობით გამოწვეული შეგრძნება  რაღაც ორგაზმის  მსგავსია .  ასე  რომ  სასიამოვნო ტრანსს  გისურვებთ !!!