Archive | October, 2013

ამობრუნება

19 Oct

  მთელი ცხოვრება ცდილობ მოაწესრიგო სამყარო შენს  თავში! ფიქრობ,იაზრებ, იგებ! ნელ-ნელა გრძნობ  როგორ  ყალიბდება  სამყარო შენს  შიგნით- სულში.  ყველაფერი თითქოს  დალაგდა,გგონია ბოლო შტრიხებიღა  დაგრჩა , მაგრამ….

 ჩნდება ის …  ამოუცნობი, იდუმალი..   ვითომ რეალური,მაგრამ ხელშეუხები…   გაინტერესებს, გაშფოთებს, გაშინებს, გაზიზღებს, გაყვარებს, გაჩვევს…  გაგრძნობინებს იმ სამყაროს ,რომელზეც  მთელი ცხოვრებაა  ოცნებობ…  ოცნებობ  გაუაზრებლად, რადგან არ გჯერა მისი  ახდენის.   და  აი  ის  სამყაროც  შენშია.  წამში  შემოგეპარა  და  გაგათბო. ისე გაგახურა  , წამით დაფიქრდი გინდოდა კი ეს?  მაგრამ ფიქრი  მისი დაკარგვისა  გაშIნებს, წარმოუდგენელია. არა არც ფიქრობ ,  ის  შენთან მოვიდა, მას  შენ სჭირდები, არა  ის  არსად  არ წავა.თუკი წავა, სიმხურვალეს დაგიტოვებს, სასიამოვნოს… 

 ხო  სამყარო…  სამყარო  ისეთი აღარ  არის.  საერთოდ  არ იცი რა უწოდო. ისევ იდეები, ისევ ფიქრები. უკვე  დაიღალე   ამდენი პასუხგაუცემელი ამონახეთქისგან შენს გონებაში. მაგრამ  ის შენ გჭირდება.  ეს მაზოხიზმი გასაზრდოებს, გკვებავს, გამოძრავებს, ეს  მოძრაობა კი გიყვარს, სიგიჟემდე  და გაცოფებამდე!! და მზად ხარ! მზად  ხარ  შეხვდე  ყველა წინააღმდეგობას,  ახალ სამყაროს! უკვე  იცი  როგორ  გაუმკლავდები- მასთან ერთად! შენ ამას  შეძლებ! თქვენ ამას  შეძლებთ! თქვენ შექმნით სამყაროს- ბოლომდე  ჭეშმარიტს! სხვებისთვის  ამოუცნობს,ბურუსით მოცულს, ბოლომდე  დაეუფლებით მხოლოდ  თქვენ და  იგრძნობთ , რომ არსებობთ !!!  მარადისობის  ქაოსში  გაჩხერილი ორი გახელილი  თვალი!

Advertisements

პირობა!

8 Oct

აუცილებლად დავწერ  ფილმზე, რომელმაც შთამაგონა – “გრძელი,ნათელი დღეები”.

გპირდები  ჩემო  თავო!!!!!!!!

რას ვშვრებით ,როდესაც ვერაფერს ვერ ვშვრებით?!

1 Oct

   ვიძინებთ!!  ღრმა, ზამთრის ძილით , დაგროვებული ღვარძლი  ნელ-ნელა იშლება ცხიმივით…  დაიცლები და იღვიძებ  –  გაზაფხულში-  თითქმოს  არც  გძინებია . 

   მერე  ოდესმე მიხვდები, თურმე  ეს  ზამთრის  ძილია მხსნელი , მიხვდები  რო  მძიმე წუთებში  თვალები უნდა  დახუჭო  დიდხანს, სანამ  შავ ჰორიზონტზე მზე  არ გამოჩნდება…  აი  მაშინ უკვე  თვალებს ახელ  და  ბედნიერ  ცხოვრებას  უბრუნდები.  არანაირი  დისონანსი…  

                                                                  ჩნდება  პრობლემაა?     დახუჭე  თვალები!!!!!!!!!!!!!!!!!

 

 

 

                    ოდესმე  შავი  ხვრელი  ყვავილებით  აივსება  !!!!!!!!!  

 

 

                                                                                          რისი  იმედი  გვაქვს ? 

არაფრის!

   უბრალოდ სხვანაირად  ვერ იქნება ———————————   ჩვენ  ადამიანები ვართ !

 

დავხუჭოთ  ყველამ  თვალები– დავიძIნოთ!

 

P.s  როგორ  ვუშველოთ  სასოწარკვეთას?  –  დავივიწყოთ მისი  არსებობა, დავივიწყოთ პრობლემა  .