Archive | November, 2013

აბსურდი…

28 Nov

ჭეშმარიტება- აი რას ვესწრაფვით…  ადამიანი…  კითხვები, პასუხები, ან არც.. მუდმივი ძიება, ცილკლური აზროვნება. დადიხარ, ეძებ, გგონია  რაღაცას მიაღწიე, მოიხედავ  და ისევ იქ  ხარ, არანაირი  ძვრა. გაჩხერილი ხარ  მარადისობაში.  იჭყლიტები, ფიქრები გკლავენ..

             უცებ  ახალ  ძაფს  პოულობ , მიჰყვები, ისევ უშედეგოდ…  და  აი ასე გრძელდება მუდამ, მუდამ..  ასე იყო  ბავშვობაში, მოზარდობაში, გუშIნწინ, გუშინ, დღესაც  ასეა და  ზუსტადიცი ხვალაც იგივე გელის…  და  რა  უნდა ქნა? ხარ  ადამიანი, ღირებულებების მქონე და ხშირად  იმასაც ვერ ხვდები რა ა რის  შენთვის  ღირებულება, რა  არის  აქსიომა, რაზეც  პიროვნება უნდა  დააშენო. სად  არის  ჭეშმარიტება, რომელია სწორი გზა?  სად  ვართ? რა  არის  სწორი,სამართლიანი?  როგორი  ვარ მე, შენ  და ის? როგორ არ  ვიგრძნოთ თავი არარაობად? 

        აბსურდი-  განხორციელებული სისულელე,  კანონზომიერებების რღვევა, ანუ ის, რასაც ვერ  ავხსნით. რწმენა… რისი რწმენა  გვჭირდება? იმის, რომ რაღაც უბრალოდ  არსებობს და  უდნა შევეგუოთ?  არა!  ჩვენ ხომ ახსნა  გვჭირდება, პასუხები,  გამოსავალი, აზროვნება და  არსებობა…  და  აი ისევ..  რა  არის  ჭეშმარიტება?  სადაა  სიმართლე?    

               წყვდიადია. სინათლის ნატამალიც არ  ჩანს, თვალები გახელილი გაქვს, დაჭყტილი. უცებ გეჩვენება რო სინათლე დაინახე, წამიერად, მერე ყველაფერი ქრება… თვალებს  ჭუტავ,  ხელახლა  ცდი, იგივე მეორდება, წამიერად, მაგრამ დაძრას  ვერ  ბედავ..  ან კი საით უდნა დაიძრა. ის მაინც იცი საერთოდ  რატომ უნდა  დაიძრა? რა გინდა?  რას  ეძებ?  რად გინდა  სინათლე,  რატომ ებღაუჭები სინათლის  წარმოსახვით ნაპერწკალს? იმიტომ რომ შენ ის შენიშნე  და უკვე აღარ შეგიძლია მისი  ძიების გარეშე..  ხსნა  ძიებაშია და  ეს გზა  სასოწარკვეთილებაზე  გადის. აქვს კი ბოლო  ამ ტანჯვას?  არ  იცი..  მაგრამ გაჩერდე?  ეს  შეუძლებელია. უნდა გაინადგურო თავი,  ჩაიკლა  სული, დახუჭო თვალი და  საუდამოდ  დაჯდე, დაიძინო, დაისვენო… და  აი ამდენი ბრძოლის მერე ეს  იდეაც გხიბლავს, მაგრამ მაინც არაფერი გაინტერესებს.  ახლა უკვე  რა მნიშვნელობა აქვს  თვალების  ჭუტვას განაგრძობ, თუ  ჩამოჯდები.  ხსნა  არსადაა…

             რა  გინდა?  ნეტავ ეს მაინც იცოდე … ვინმე გჭირდება – “ვინმე”, ხელს რომ ჩაგჭიდებს და  შენთან ერთად  დაელოდება  ახალი ნაპერწკლის გაელვებას…  რწმენა  გჭირდება შენი თავის, რეალობის, წარმოსახვითი რეალობის.  რწმენა ….

Advertisements
Video 15 Nov

სრული სიმშვიდე … მარადისობა