Archive | December, 2013

Oh captain, my captain!

4 Dec

სიცოხლის სიყვარული…  მარადიულობა. მინდა ფრთა  გამოვისხა და მაღლა  ავფრინდე, რათა  თავგანწირვით დავეშშვა  ლაჟვარდოვანი ციდან ძუნგლიან ჭაობში ფრთამოტეხილი ჩავვარდე და ვიამაყო დიდებული ხვედრისათვის. სილამაზე, ცხოვრება, მარადიულობა, ფრენანაგემი ,ღრმადჩანასუნთქი ქვესკნელს  ვეწვიო  გაღიმებული იმ აღმაფრენით ზეცაში ყოფნამ რომ მარგუნა.

სიტყვა- გრძნობის  ნაყოფი … იდეით შეკოწიწებული სულები… გაღიმებული, თავისუფალი იდეალი,რომ გიბიძგებს მაღლა  ახვიდე და  იქიდან გადმოხედო  ცხოვრებას. ჩამკვდარი სული მაღლა მიბობღავს, კლანჭებჩაბღუჯულ სხეულს ითავისუფლებს, კანს იხოკავს, ტკივილს  იტანს უფსკრულიდან დანახული ნაპერწკლის  გამო. იდეალის  თვალებში დანახული  განცდის  გამო. და  გარბიხაარ უსასრულოდ მირბიხარ, ივიწყებ რეალობას, იქ  ხარ, მაღლა  სულების  სამყაროში ჭეშმარიტების გზაზე  დამდგარი არარაობა რაობას  რომ ჰპოულობს და ნეტარებს. და….   გაურკვევლობა, რადგან გიბიძგეს  და შენ კი არ  უბIძგე, მოგანდომეს  და  შენ კი არ  მოინდომე. და  ვერ  ხვდებოდი რას  შვრებოდი.

აი წინააღმდეგობა და  ვეღარ  ხვდები რა  ხარ, სად  ხარ,  რა  გინდა საერთოდაც. და ისევ  იდეალი. მის თვალებშI  ჩაღვრილი თავმდაბლობის სინაზე და მიწასმიჯაჭვული მზერა, შენც  რო თავს  გახრევინებს, თვალებს  აგიმღვრევს, გულს ააბობოქრებს, ყელში ბურთს  რომ გაჩხერს და  წამოგახტუნებს  და  აი მაშინ   ამბობ Oh captain, my captain!        და  იპოვნე. უკვე  ხვდები რისთვის იბრძოდი , რა  გიკეთებია და  რა  უსუსური  ყოფილხარ.  და  მასში, იდეალშI,  მადლიერი  მზერა, მადლობელი  სული  და  გონი და  ხვდები აზრი ქონია, ტყუილი არ  ყოფილა ყველაფერი რისთვისაც გიბძოლია, გიოცნებია შეგიწირავს….  და გეღიმება..  და  ხვდები რომ ცხოვრებას  აზრი აქვს…  და იმ  მსხვერპლს  დაუფიქრებლად  გაიღებდი…  და ცოცხლობ….

Advertisements