Archive | October, 2014

ოჰოო…..

2 Oct

მცოცავ ტკივილს გული უძალიანდება.გლუვ ზედაპირზე აცოცებულ ბასრსაცეცებიან პარაზიტს გული შეკუმშვებით პასუხობს,ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ მოიგლიჯოს მასში ღრმად შესული უცხო სხეული,გათავისუფლდეს… წითელი სისხლი ძალუმად ასკდება ვენებსა და კაპილარებს,არასწორად შერჩულს სამიზნეს,თურმე სილამაზე კი არა ბრძოლისუნარიანობა მოითხოვს დიდ მსხვერპლს.სისხლძარღვები იჭიმება,იბრიქება და კანს აწვება.დაბუშტული ვენას სხეულის ზედაპირზე ღარები გაუკეთებია, ოღონდ პირიქით,ზემოთ ამობურცული.დაჭიმული სხეული ცხოველის ხაფანგს ემსგავსება-ერთი მარტივი გაფაჩუნება ახლომახლო და ბახ,ერთიანად იფეთქებს,ცისკენ ახტება და ყველაფერს თავის ბასრ კლანჭებში მოამწყვდევს,რაც კი ირგვლივ აღმოჩნდება.ამიტომ დაბერილვენებიან ადამიანს ყველა ერიდება.

Advertisements