Archive | Uncategorized RSS feed for this section

ოჰოო…..

2 Oct

მცოცავ ტკივილს გული უძალიანდება.გლუვ ზედაპირზე აცოცებულ ბასრსაცეცებიან პარაზიტს გული შეკუმშვებით პასუხობს,ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ მოიგლიჯოს მასში ღრმად შესული უცხო სხეული,გათავისუფლდეს… წითელი სისხლი ძალუმად ასკდება ვენებსა და კაპილარებს,არასწორად შერჩულს სამიზნეს,თურმე სილამაზე კი არა ბრძოლისუნარიანობა მოითხოვს დიდ მსხვერპლს.სისხლძარღვები იჭიმება,იბრიქება და კანს აწვება.დაბუშტული ვენას სხეულის ზედაპირზე ღარები გაუკეთებია, ოღონდ პირიქით,ზემოთ ამობურცული.დაჭიმული სხეული ცხოველის ხაფანგს ემსგავსება-ერთი მარტივი გაფაჩუნება ახლომახლო და ბახ,ერთიანად იფეთქებს,ცისკენ ახტება და ყველაფერს თავის ბასრ კლანჭებში მოამწყვდევს,რაც კი ირგვლივ აღმოჩნდება.ამიტომ დაბერილვენებიან ადამიანს ყველა ერიდება.

Advertisements

……….

22 Sep

მეცნიერება… საინტერესო რამე-რუმეები… მშიაააა!!!!!!!!

We need to talk about Kevin

18 Apr

Image

მშობლებისა  და  შვილების  ურთიერთობა, დეპრესია,ფსიქოლოგიური  აშლილობა. კევინი  სულ პატარაობიდანვე  ამჟღავნებს  თავის უცნაურ  ბუნებას  და  კითხვა-ეს მისი გენეტიკური პრობლემაა თუ აღზრდის,დედის  დამოკიდებულების  ბრალია, ფილმის  ბოლომდე  პასუხგაუცემელი რჩება.ფაქტია,რომ კევინი ბავშვობიდანვე უცნაურია.თუმცა  მაყურებლისთვის  ასეთივე უცნაურია დედა,რომელიც მუდმივად  დეპრესიაშია,ჩაღამებული თვალებით,სასოწარკვეთილი,განერვიულებული სახით.ორსულობის დროსაც კი დედა ცუდად  არის  განწყობილი მომავალი შვილისადმი,რამაც ცუდი გავლენა მოახდინა  ბავშვზე.რამდენიმე წლის  კევინი დედას  ეუბნება,რომ იცის,მას  არ  უყვარს  ბავშვი.წლების  შემდეგ ერთ-ერთი დიალოგისას  კი ამბობს,რომ მართალია ადამიანები  ყველაფერს  ეჩვევიან,მაგრამ  ეს იმას  არ  ნიშნავს,რომ უყვარდებათ,მაგალითად მოჰყავს დედა,რომელიც მას  უბრალოდ  შეეჩვია,მაგრამ  ვერ  შეიყვარა.დედა ამაზე  არაფერს  პასუხობს,თითქოს  დუმილით  ეთანხმება  მის  აზრს.კევინი საზარელ დანაშაულს  ჩადის-ისრით კლავს  საკუთარ მამას  და  დას,რამდენიმე  სკოლელს,საბოლოოდ  კი  გაღიმებული  ნედბება პოლიციას.კევინის  დანაშაულს  კი წინ  უძღვის სცენა,რომელშიც  მშობლები  კევინზე საუბრობენ და ამ დროს ბიჭი შედის ოთახში.მამა ეუბნება,რომ მას  შეეძლო კონტექსტის  გარეშე  არასწორად  გაეგო  ყველაფერი,კევინი კი ამბობს,რომ თავად  არის  კონტექსტი.დანაშაულის  ჩადენის  დღეს კევინი  უცნაურია,დაძაბული და  თვითკმაყოფილი.ყველაზე   ამაღელვებელია  ფინალური  სცენა,როდესაც  ციხეში მისული  დედა შვილს  ეკითხება,რატომ ჩაიდინა სასტიკი დანაშაული.კევინი  პასუხობს,რომ ეგონა იცოდა,მაგრამ  დარწმუნებული  აღარ  არის.დედა,რომელსაც ყოველთვის უჭირდა შვილისადმი  სითბოს გამოხატვა,ასეთი დანაშაულის  ჩადენიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ აცრემლებული  ეხუტება  შვილს.თითქოს  უცნაურია,მაგრამ ამ ქმედებაში  კარგად  იხატება დედის და  ასევე  რეჟისორის  ჩანაფიქრი-დედამ იცის,რომ  ბავშვის  ქმედებაში  და  ზოგადად  მისი  არსების  ჩამოყაიბებაში(როგორც  ფიზიკური,ასევე მორალური  თვალსაზრისით) თავად დიდი  წვლილი მიუძღვის,მას   ეცოდება  კევინი.მაყურებელსკი შეგვიძლია  დავასკვნათ,რამხელა როლი  აქვს  აღზრდას,სწორ  დამოკიდებულებას ბავშვთან,დედობრივ  სითბოს.

The Experiment

17 Apr

the experiment

ფილმის  მიზანია ადამიანის შინაგანი  სამყაროს  წარმოჩენა-ჩვენ ყველანი ჩართული  ვართ  ბრძოლაში  გადარჩენისათვის.ფილმი  იწყება ცხოველთა  სამყაროს  კადრებით,რომლებშიც ისინი იბრძვიან პირველობისათვის,არსებობისათვის… ანალოგიურია ადამიანთა  სამყარო.

ფილმის  მთავარი  გმირი კეთილშობილი, ღირსეული პიროვნებაა,რომელიც ფულის გამო  ექსპერიმენტში მონაწილეობას  დათანხმდება.შერჩეული  ტიპაჟები განსხვავებულნი  არიან.საინტერესოა ერთი ფაქტი-ფილმის   დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი  ადამიანი,რომელიც  გასაუბრებაზე ყველასგან განსხვავებულად,ოფიციალურად  ჩაცმული გამოცხადდება,რომელიც  რომანტიკული ფილმების  ყურებისას ცრემლებს ვერ იკავებს,42 წლის  ასაკშიც  კი დედასთან ცხოვრობს, ფილმის  განვითარებასთან  ერთად  ნელ-ნელა ურჩხულის,დაუნდობელი ადამიანის  პოზიციაში გადადის. ის  ხდება  ყოველგვარი ძალადობის  მოთავე,ლიდერი და  ცდილობს   წესრიგი  დაამყარო  სწორედ იმ კანონებით,რაც  ციხესთან  დაკავშირებით დომინირებს  საზოგადოებაში.ეს  არის  დასტური იმ იდეისა,რომ ყოველი  ადამიანი ისე იქცევა,როგორ  ქცევასაც მისგან  საზოგადოება  მოელის. გაბადრაგებული  ადამიანები ძალის  გამოყენებას  იწყებენ, სიამოვნებით  აყენებენ  შეურაცხყოფას “პატიმრებს”  და  ეს თითქმის  არავისში  არ  იწვევს დისკომფორტს.ეს იმიტომ,რომ მათ  გაითავისეს  საკუთარი თავები  ბადრაგის  ამპლუაში და  ასეთი ქცევა  უკვე  მისაღები  გახდა მათთვის.საინტერესოა  ისიც,რომ  ექსპერიმენტის  დასრულების  შემდეგ  აგრესიული ბრბო ისევ   თავდაპირველ მდგომარეობას  უბრუნდება.მოძალადის  სახეზე სინანული  და  სირცხვილია  აღბეჭდილი.ყოფილი “პატიმრებისა” და “ბადრაგების”  ჩუმ მზერაშიც   ბევრი რამ  ჩანს-ისინი  თითქოს  აანალიზებენ რა მოხდა  მათ  თავს- დაკარგეს  პიროვნულობის   შეგრძნება,მოერგნენ სოციალურ  გარემოს  და  დაიწყეს  ინსტიქტური მოქმედება.

მთავარი  გმირი ფილმის  დასაწყისში  დარწმუნებულია,რომ თავად არ გახდება  მოძალადე,შეძლებს  თავის ფლობას.იგი  ამბობს,რომ  სამაგიეროს   გადახდა  და  პრინციპი “სისხლი  სისხლის წილ”  მხოლოდ  ახალი  დაპირისპერებების წარმოშობის  მიზეზია  და  არაა  გამართლებული,თუმცა ფილმის   ბოლოს   ვხედავთ,როგორ  გამეტებით ურტყამს მჩაგვრელს.ფილმის  მიზანია   წარმოაჩინოს  ადამიანური  ბუნება.ჩვენ ხომ სოციალური,მაგრამ მაინც  ცხოველები ვართ,რომლებიც გადარჩენისთვის  ვიბრძვით და  კრიტიკულ მომენტებში ყველენაირ  ადამიანობას ვკარგავთ.

მაქს ფრიში-“ჰომო ფაბერი”

16 Apr

ადამიანები  საოცრად  არიან ავტორიტეტებზე დამოკიდებულნი.გერმანელი  თანამგზავრი მთავარ  გმირს  დიდი მოწიწებით უსმენს  მხოლოდ  მას  შემდეგ,რაც გაიგებს,რომ იგი “იუნესკოში” მუშაობს.

ეტყობა,”იუნესკომ”,როგორც ყველაფერმა ინტერნაციონალურმა,მასზე  გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა.მის თვალში  უკვე შვეიცარიელი აღარ  ვიყავი.ისე მისმენდა,როგორც  ავტორიტეტულ პიროვნებას,დიდი  ინტერესით,მოწიწებითაც კი.

ყოველი ადამიანი ინსტინქტურად   დადებითად  განეწყობა იმ პიროვნების მიმართ,რომელიც  თავად გამოიჩენს  დაფასებას  მოწიწებასა და პატივისცემას.ამ აქსიომას ფსიქოლოგები გვთავაზობენ.თუკი ადამიანი  არ  შეეცდება  საკუთარ თავში  “გაასწოროს” გაჩენილი  გრძნობები  და გონისმიერად  დაალაგოს,მაშინ ზემოთ  ხსენებული აქსიომა  გარდაუვალია.ჩემი  სუბიექტური  აზრით,სწორი შეგრძნებების  ჩამოსაყალიბებლად  საჭიროა  განათლება,ინტელექტი,რომელსაც ყველაზე   კარგად  ლიტერატურა,ზოგადად   ხელოვნება  ავითარებს.ემოციების  მართვაა  საჭირო,ამისათვის კი აუცილებელია იცნობდე ამ  ემოციებს,მათ  გამომწვევ  მიზეზებს  და მართვის  საშუალებებს.შეიძლება ითქვას,რომ  ამ ინფორმაციისა და  უნარების   ათვისების  პერიოდია ადამიანის   განვითარება,ამიტომ  ყოველი  შემთხვევა  ისეთივე  ინდივიდუალურია,როგორც თითოეული  პიროვნება.როგორც ჩანს, მაქს ფრიში  ეთანხმება  ფსიქოლოგებს,რადგან იგი  წერს,რომ მიუხედავად გერმანელის  დიდი ინტერესისა  და მოწიწებისა, მიუხედავად იმისა,რომ იგი მას   ავტორიტეტულ პიროვნებად  მიიჩნევს,მაინც  საშინლად  ნერვებს  უშლის თანამგზავრი.ავტორისთვის  ნათელია,რომ ბუნებრივი  იქნებოდა მთავარი  გმირის  გაღიზიანება  ამ  შემთხვევაში  კეთილგანწყობით  შეცვლილიყო,მაგრამ  გასაოცარია,თუმცა  ასე   არ  ხდება.

 

Aside 11 Apr

შენ  მეს   არ  დააჩგვრინებ  საკუთარ  თავს!

Aside 11 Apr

წამი,როდესაც შენს  არსებოას  ვერ  აცნობიერებ…  ან…  ან  ზოგადად  არსებობას  ვერ  აცნობიერებ…  ან…  ან ვერაფერს  ვერ  აცნობიერებ…  იღიმი  ტკივილით. მელოდია  რითმებად  იღვრება  სხეულში, სისხლს მიუყვება გულიდან ტვინამდე..  გაითიშე. გაუჩერებლად მოძრაობ, ნაზად და  აუჩქარებლად. გრძნობ. რას  გრძნობ?  ტკივილს  და  უსაზღვრო სიამოვნებას. მაზოხიმის  ნაკაწრებიდან ყვავილის  ყლორტები იშლება  გაზაფხულის  ღამით. სუსხიანი ნიავისა და საათის  წიკწიკის ხმა  ერწყმის მელოდიურ მუსიკას და ერთ დიდ  დომხალად  იქცევა,რომელიც  ასე  გიპყრობს აგიტაცებს  ღრუბლებისკენ. ღამის  წყდიადში  დაფრინავ რუხ  ოცნებებთან ერთად… მელოდია  წყდება. ფაფუკი ღრუბელი  ნაზად  ცურდება  ჰორიზონტის  გასწვრის -უსასრულობიდან  მიწისკენ. შიშველი სხეული ცივ მინდორზე მიაწვინა ბავშვურმა  ღრუბელმა,ძილბურანში მყოფი ცივი მინდვრის  შეხებამ გამოგაფხიზლა.ქარის  შრიალი ტალღურად ვრცელდება მინდვრის  უსასრულო ღერებში.გაღიმებულს გძინავს. ელოდები როდის მოგაკითხავს  ღრუბელი და ახალ მოგზაურობაში  გაგიტაცებს.  ხო  და  ისევ მელოდია…….